ზესტაფონში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდგინდა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება COVID-19-ზე
ტესტირება COVID-19-ზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირებულის კონტაქტები უკვე დადგენილია და ყველა ის პირი, ვისთანაც მძღოლს სომხეთიდან დაბრუნების შემდეგ კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფება.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. ზესტაფონში 29 წლის მამაკაცს, რომელიც ტრაილერით საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს, კორონავირუსი დაუდასტურდა, განუცხადა ჟურნალისტებს იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

კორონავირუსით ინფიცირებული რვა პირი მუშევანიდან თბილისში გადაიყვანეს >>

COVID-19-ის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში ზესტაფონიდან წუხელ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მძღოლი იმყოფებოდა სომხეთში და საქართველოში ჩამოსვლისთანავე თვითიზოლაციაში გადავიდა.

„მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და რომელიც ტოვებს მას. ყველა გვყავს აღრიცხვაზე ყოველდღიურად, შესაბამისად, ვაკონტროლებთ მათი თვითიზოლაციის პირობებს. ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა COVID-19", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: საქართველოში ინფიცირებულების 67% გამოჯანმრთელდა

გუბერნატორის თქმით, მძღოლის ყველა კონტაქტი ცნობილია და ეს ადამიანები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

„ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია, რამდენიმე ადამიანთან იყო კონტაქტი გადაადგილების დროს, როდესაც ჩამოვიდა ზესტაფონში. ყველა ადამიანი იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ასე რომ, კონტაქტების დიდი რაოდენობა არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ გავრცელება მოხდეს“, - განაცხადა მან.

საქართველოში ახალი კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 475 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3519, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 351 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0