გამყრელიძე: საქართველოში ინფიცირებულების 67% გამოჯანმრთელდა

© Facebook / Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 713-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 475, რაც 67%-ს შეადგენს. გარდაცვლილია 12 ადამიანი, რაც 1,68%-ია.

თბილისი, 20 მაისი - Sputnik. საქართველოში მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ეპიდემიოლოგიური ვითარება უკეთესია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ტესტირება COVID-19-ზე - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებული რვა პირი სოფელ მუშევანიდან თბილისში გადაიყვანეს

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 713-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 475, რაც 67%-ს შეადგენს. გარდაცვლილია 12 ადამიანი, რაც 1.68%-ია.

„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს 713 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა 42 408 გამოკვლეული ადამიანიდან. ზოგადად, PCR ტესტირება ქვეყანაში ჩატარებულია 45 ათასამდე, აქედან დაახლოებით 3 ათასი არის განმეორებითი ტესტირებები, როდესაც ადამიანები ეწერებიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პროტოკოლის მიხედვით, განმეორებითი ტესტირება გაწერის წინ 24 საათში ორჯერ უნდა გაკეთდეს, ასევე კარანტინიდან მე-13 ან მე-14 დღეს.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.
ყველა ახალი ამბავი
0