ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ამსტერდამიდან თბილისში მორიგი სპეცრეისი განხორციელდა,  რომლითაც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.

მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროებში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

„საქართველოს ფოსტის კურიერი - Sputnik საქართველო
„საქართველოს ფოსტამ“ საბერძნეთსა და იტალიაში ამანათების მიწოდება განაახლა

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით.

უცხოეთიდან დაბრუნებული პირების  უმეტესობა ტრანზიტული მგზავრია აშშ-დან, პერუდან, ერაყიდან, ირლანდიიდან, კატარიდან და საფრანგეთიდან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები, მცირეწლოვნები, ხანდაზმულები, მძიმე დაავადებების მქონე პირები და მეზღვაურები.

სპეცრეისები უკვე განხორციელდა ბერლინიდან, ვენიდან, ათენიდან, პარიზიდან, ბარსელონიდან, თელ–ავივიდან და პეკინიდან. 15 მაისის მონაცემებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 11 046 თანამემამულე დაბრუნდა, ხოლო ადგილზე დახმარება საელჩოებმა 20 302 თანამემამულეს აღმოუჩინეს.

დიდი ბრიტანეთის ელჩი: კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს რეაგირება ბრწყინვალეა >>

ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო. თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

უახლოეს დღეებში დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ასეთია: 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

ყველა ახალი ამბავი
0