თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 1 ივლისიდან რეგულარულ ფრენებს იწყებს, ამის შესახებ ავიაკომპანია facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ავაიკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრებს, რომელთაც აქვთ მაისი-ივნისის ბილეთები, შეუძლიათ უფასოდ გადაჯავშნონ სხვა ალტერნატიულ თარიღებზე.
გუშინ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებდა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს