ეკონომიკის სამინისტრო: 20-ზე მეტი ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს განაახლებს

© photo: Sputnik Turkish Airlines
 Turkish Airlines  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიამიმოსვლის აღსადგენად აუცილებელია იმ ქვეყნებთან შეთანხმება, საიდანაც თვითმფრინავები ჩამოფრინდებიან.

თბილისი, 14 მაისი - Sputnik. 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ გამოთქვა საქართველოში ფრენების განახლების სურვილი, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით ხელისუფლებამ შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან, ხოლო უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 

თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ნათია თურნავა: 18 ავიაკომპანიასთან უკვე წინასწარი შეთანხმებაა მიღწეული

„ძალიან მალე გვექნება არა მხოლოდ დასტური ავიაკომპანიებისგან კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენის შესახებ, არამედ კონკრეტული თარიღებიც. დღეისათვის 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, რომელიც აქამდე ასრულებდა რეგულარულ რეისებს საქართველოში, დაადასტურა მზადყოფნა პირველი შესაძლებლობისთანავე აღადგინოს ფრენები“, - აღნიშნა თურნავამ.

მისი სიტყვებით, ესენი არიან: Wizair, Ryanair, ასევე Turkish Airlines, „ისრაელის ავიახაზები“ და სხვ.

ამასთან, თურნავამ აღნიშნა, რომ ავიამიმოსვლის აღსადგენად აუცილებელია იმ ქვეყნებთან შეთანხმება, საიდანაც ჩამოფრინდებიან თვითმფრინავები.

„ავიამიმოსვლის აღდგენა - ორკომპონენტიანი ამოცანაა. პირველი კომპონენტია - პირდაპირი რეისები და ავიაკომპანიები, რომლებიც მზად არიან იფრინონ უსაფრთხოების წესების დაცვით. მეორე კომპონენტია - ქვეყნებთან შეთანხმება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა თურნავამ.

წინასწარი მონაცემებით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან.

ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების კუთხით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ირლანდიურმა Ryanair-მა ივლისის დასაწყისიდან კიოლნიდან და მილანიდან თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყებაზე განცხადება უკვე გააკეთა.

ყველა ახალი ამბავი
0