ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა

გამოწერა
ბოლნისის რაიონში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სოფელ გეტასთან ერთად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შექმნილი სოფელ მუშევანშიც.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა იზოლაციაში მოექცა, გამოცხადდა მკაცრი კარანტინი და ამოქმედდა სპეციალური ზომები - სოფელში შესვლა–გამოსვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით პროდუქტების ან მედიკამენტების შეძენის მიზნით იქნება შესაძლებელი, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

ბლოკპოსტი ბოლნისში - Sputnik საქართველო
ბოლნისში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება

გუშინ ბოლნისის რაიონში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სოფელ გეტასთან ერთად მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შექმნილი სოფელ მუშევანშიც. სოფელ გეტაში ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მუშევანში კი 7. ამ სოფელში უსაფრთხოების წესები 25 აპრილიდან გამკაცრდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სხვა 40 დასახლებულ პუნქტში კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირების ყველა წყარო ცნობილია და კონტაქტები მოძიებულია. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა ის მცხოვრები, რომელთაც კორონავირუსი ბოლო დღე-ღამეში დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათ ინფექციისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავისუსის ახალი შემთხვევების გამოვლენა ეპიდემიოლოგებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მომავალი კვირიდან მედიკოსები მოსახლეობის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებას გეგმავენ.

„ბოლნისი და მარნეული მეზობელი მუნიციპალიტეტებია, მაგრამ მარნეულში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. ორივე რაიონის გაკონტროლება თავიდანვე შევძელით, თუმცა მარნეული კარგად იყო ჩაკეტილი და თუ არაფერი შეიცვლება, ჩვენ ორშაბათს მისი გახსნისთვის მზად ვართ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარმა.

მისი სიტყვებით, ამ დროისათვის ბოლნისში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. გარკვეული წინააღმდეგობა არის მოსახლეობის მხრიდან, რომელიც შიშით და უნდობლობით უდგება ყოველივე ამას, აღნიშნა სუბარმა.  

„ყველას, ვისაც დღეს ვირუსი აღმოაჩნდა, სიმპტომები არ აქვთ ან მსუბუქ ფორმებში აქვთ გამოხატული. ამიტომაც ისინი ფიქრობენ, რომ ეს უბრალო გრიპია. თუმცა, ჩვენ მათთან საუბრებს ვაწარმოებთ და ვარწმუნებთ, რომ აუცილებელია მათი თანამშრომლობა და სპეციალისტებისთვის დაჯერება“, – აღნიშნა სუბარმა. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 393 პაციენტი. გარდაიცვალა 12. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. კარანტინში იმყოფება 3 873 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 404 პაციენტია.

27 აპრილიდან დაიწყო კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. კერძოდ, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება, გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრები, თითქმის ყველა მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩის მხრიდან აქვს.

21 მარტიდან 22 მაისამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0