საქართველოში იმ თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დაიწყო, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს

გამოწერა
რაც შეეხება თვითდასაქმებულთა იმ ნაწილს, რომლებიც შემოსავლების სამსახურის ბაზაში არ არიან რეგისტრირებული, რეგისტრაციისას მათ 2020 წლის I კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი უნდა წარადგინონ.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული, საქართველოს მთვარობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები: რა უნდა ვიცოდეთ

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ დახმარებასა და ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ის ასევე გულისხმობს შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას და ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის დაბრუნებას.

პროგრამის სოციალურ ნაწილში გათვალისწინებულია მატერიალური დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ. თვითდასაქმებულები კი მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით.

კომპენსაციების მიმღები პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდს www.moh.gov.ge და გაიარონ რეგისტრაცია.

„დასაქმებულებისთვის, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ ან უხელფასო შვებულებებში იმყოფებიან,  რეგისტრაციის გავლა საჭირო არაა - შესაბამისი კომპენსაცია მათ ავტომატურად დაერიცხებათ. ხოლო თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

ბარკალაიას განცხადებით, ამ ჯგუფში შედიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები, პირები რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირები და ინდივიდუალური მეწარმეები. 

გარემოვაჭრე - Sputnik საქართველო
თვითდასაქმებულების რეგისტრაცია სახელმწიფო დახმარების მისაღებად 21 მაისს დაიწყება

„კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცების წარმოდგენა. აღნიშნული პირები კომპანსაციის მიღებასთან დაკავშირებით შეტყობინებას მიიღებენ შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge. მიღებული განაცხადის დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა“, - აღნიშნა თამილა ბარლაკაიამ.

ფიზიკურმა პირებმა, სახელ–გვარისა და პირადი ნომრის გარდა, ასევე უნდა მიუთითონ საკონტაქტო მონაცემები: ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და საბანკო რეკვიზიტები.

რაც შეეხება თვითდასაქმებულთა იმ ნაწილს, რომლებიც შემოსავლის სამსახურის ბაზაში არ არიან რეგისტრირებული, 1 ივლისამდე მათაც შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განაცხადის შევსება, თუმცა ამისთვის უნდა წარადგინონ 2020 წლის I კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ვინ მიიჩნევა თვითდასაქმებულად 

თბილისი - Sputnik საქართველო
როგორ მივიღოთ საგადასახადო შეღავათები პანდემიის პირობებში

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თვითდასაქმებულად მიიჩნევა ის პირი, რომელიც ახორციელებდა რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა იმ პირებისა, ვინც კონტრაქტით მუშაობდა.

სამინისტრომ ისინი პირობითად ორ კატეგორიად დაყო: შემოსავლების სამსახურში ინდივიდუალურად დარეგისტრირებული პირები და ის პირები, რომელთა ეკონომიკური აქტივობა ოფიციალურად არსად არ ფიქსირდება.

ბოლო მონაცემებით, პირველ კატეგორიაში მოხვდა 150 ათასამდე ადამიანი, მეორე კატეგორიაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0