Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პოლონეთში რესტორნებისა და სილამაზის სალონების გახსნა იგეგმება

© AFP 2024 / Wojtek Radwanskiვარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებით შეწყვეტილია საერთაშორისო საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლა, არ მუშაობს საბავშვო ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, გასართობი დაწესებულებები

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. 18 მაისიდან პოლონეთში სილამაზის სალონებისა და რესტორნების გახსნა იგეგმება. ამ დაწესებულებების მუშაობის განახლება ეპიდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვების გაუქმების პროგრამაში შედის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„18 მაისიდან კვლავ ამუშავდება კოსმეტიკური და საპარიკმახერო დაწესებულებები“, - განაცხადა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ მუშაობის განახლებას ისინი მკაცრი სანიტარული ზომების დაცვის პირობით შეძლებენ.

„ნაწილობრივ გაიხსნება ასევე რესტორნები, ბარები, კაფეები, მაგრამ ასევე სანიტარული ნორმების დაცვის პირობით“, - დასძინა მან.

საფრანგეთი კარანტინიდან გამოსვლას იწყებს, რომელიც უკვე 55 დღეა გრძელდება. სავალდებულო თვითიზოლაცია დასრულდა: ახლა უკვე შეიძლება სახლიდან გამოსვლაც და საცხოვრებლიდან 100 კილომეტრის რადიუსში გადაადგილებაც - Sputnik საქართველო
ევროპა იხსნება: როგორ გამოიყურება ძველი სამყაროს ქალაქები საკარანტინო ზომების შემდეგ

პოლონეთში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 17 062-ს მიაღწია, გარდაიცვალა 847 ადამიანი.

პოლონეთში პანდემიასთან დაკავშირებით ეპიდემიის რეჟიმი მოქმედებს: შეწყვეტილია საერთაშორისო საავიაციო და სარკინიგზო კავშირი, არ მუშაობენ ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, გასართობი დაწესებულებები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საპარიკმახეროები და მანიკურის სალონები.

პოლონეთში თვენახევრიანი შესვენების შემდეგ 4 მაისიდან სავაჭრო ცენტრების გახსნა გადაწყდა.

ყველა ახალი ამბავი
0