ევროკომისიამ ევროკავშირის საზღვრების გახსნის სავარაუდო თარიღი დაასახელა. უწყების აზრით, ეს შესაძლოა ივნისის პირველ ნახევარში მოხდეს. ასეთი ვადა ძალიან ოპტიმისტურია და, რა თქმა უნდა, არანაირად არ პასუხობს კორონავირუსის პანდემიის გავრცელების რეალობას.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ შენგენის ზონის საზღვრების გახსნა ღირს მას შემდეგ, რაც ანალოგიური შეზღუდვები მოიხსნება ან შესუსტდება უშუალოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე.

საფრანგეთი კარანტინიდან გამოსვლას იწყებს, რომელიც უკვე 55 დღეა გრძელდება. სავალდებულო თვითიზოლაცია დასრულდა: ახლა უკვე შეიძლება სახლიდან გამოსვლაც და საცხოვრებლიდან 100 კილომეტრის რადიუსში გადაადგილებაც

მამაკაცი ვარჯიშის დროს კვიპროსზე

ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც მკაცრი კარანტინი იყო, და ასევე ერთ-ერთი პირველი ხსნის ზომებს. 11 მაისიდან გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, სილამაზისა და მასაჟის სალონები, მუზეუმები. ასევე გაიხსნა კაფეები და რესტორნები

პიცის მომზადება საკარანტინო ზომების გაუქმების შემდეგ გერმანიაში

5/14
© AFP 2024 / Wojtek Radwanski
პოლონეთის ხელისუფლებამ ოთხი მაისიდან განაახლა სავაჭრო ცენტრებისა და მუზეუმების საქმიანობა, გაიხსნა სასტუმროებიც. ქვეყნის მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდება ქალაქების ქუჩებში

გოგონები სავაჭრო ცენტრში, ბელგია

სერბეთში აღდგა სპორტული დაწესებულების მუშაობა. ფოტოზე: მამაკაცი სატრენაჟორო დარბაზში

8/14
© AFP 2024 / Tiziana Fabi
ოთხი მაისიდან იტალიაში ნებადართულია მხოლოდ ეროვნული ინტერესის წარმომადგენელი სპორტსმენების ვარჯიში, რაც სპორტის ასოციაციამ და იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთობლივად გადაწყვიტეს

გოგონები ნიღბებით მაღაზიის გახსნის დროს, საფრანგეთი

მაღაზიები, რესტორნები, ბაზრობები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები შვეიცარიაში უკვე გახსნილია. ფუნქციონირება განაახლა საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა

ესპანეთში ორი მაისიდან ხელისუფლებამ მოსახლეობას სეირნობისა და ინდივიდუალური ვარჯიშის ნება დართო, გარკვეული წესების დაცვით

პოლიციელი გოგონას ნიღბის ტარებას ავალდებულებს, პორტუგალია

გამყიდველი და მყიდველი მაღაზიაში, ბელგია

თუ ადრე საბერძნეთში კერძო ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ნებართვით შეიძლებოდა, ახლა უკვე ყველას შეუძლია რეგიონში გადაადგილება. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გაიხსნა ზოგიერთი მაღაზია, სილამაზის სალონები და პლაჟები