თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ზღვის დონე მიმდინარე ასწლეულში იმაზე მეტად აიწევს, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ, აცხადებს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი.
კვლევა, რომელსაც სინგაპურის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სწავლულები ხელმძღვანელობდნენ, გამოქვეყნებულია ჟურნალში Climate and Atmospheric Science.
მკვლევარებმა სამეცნიერო გამოცემების ასზე მეტ წამყვან ავტორს სთხოვეს, შეეფასებინათ მსოფლიო ოკეანის წყლის დონის აწევა, და ამასთანავე გაეანალიზებინათ ამ თემაზე არსებული ათასზე მეტი სტატია.
აღმოჩნდა, რომ ყველაზე ცუდი სცენარით, მოსალოდნელია, რომ საუკუნის ბოლოს ოკეანის დონე 1,3 მეტრით მოიმატებს, 200 წლის შემდეგ კი საწყის ნიშნულს 5,6 მეტრით ასცდება.
Estimating global mean sea-level rise and its uncertainties by 2100 and 2300 from an expert survey pic.twitter.com/l645EOHIq8
— dada (@dadababako1966) May 12, 2020
მეცნიერების აზრით, მსოფლიო ოკეანის დონე მნიშვნელოვნად იმატებს არქტიკისა და გრენლანდიის მყინვარების დნობის გამო, და ამ პროცესების შეჩერება სათბური გაზების შემცირებას შეუძლია.