Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა:ავსტრიაში პანდემიასთან ბრძოლის ქართული გამოცდილება შეაფასეს

© photo: Government of Georgia / FBეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანდემიასთან ბრძოლის დროს სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები წარმოაჩენს საქართველოს როგორც ერთ-ერთ სანიმუშო ქვეყანას, წერს ავსტრიული გამოცემა

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. „პატარა ქვეყნის დიდი ძალისხმევა: როგორ იქცა საქართველო მაგალითად COVID-19-თან ბრძოლის საქმეში“ - სტატია ამ სათაურით გამოაქვეყნა ავსტრიის პრესის სააგენტომ (APA). მასალაში, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინტერვიუს გარდა, დეტალურად განხილულია ნაბიჯები, რომლებსაც ქვეყანა პანდემიის აღსაკვეთად დგამს.

კერძოდ, სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ არა მხოლოდ დროულად გაითვალისწინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, არამედ ვირუსთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გავრცელების შესამცირებლად.

„იანვრის დასაწყისშივე, პანდემიის შეჩერების მიზნით სამინისტროს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაიწყო საინფორმაციო კამპანია. მგზავრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე იღებდნენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. მალევე საზღვრებზე დაიწყო თერმული სკრინინგიც. გარდა ამისა, რისკის ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები, დაკვირვების მიზნით, პირდაპირ საკარანტინე ზონებში გადაჰყავდათ", - აღნიშნულია სტატიაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი უკან იხევს? როგორ ვითარდება ვირუსი ქვეყანაში

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ საქართველომ ვირუსთან ბრძოლის მიზნით ყველა საჭირო რესურსი გამოიყენა და დამატებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური აპლიკაცია Stop COVID დანერგა, რომელიც მოსახლეობისთვის ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ემსახურება.

„ჯერ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ახალი კორონავირუსი საქართველოში, ან სხვა ქვეყნებში სრულად გაქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა სახელმწიფომ და მოქალაქემ ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება, რათა ეს პროცესი ვაქცინის და უფრო ეფექტური მკურნალობის დანერგვამდე სწორად მართული და უსაფრთხო იყოს“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე გამოცემასთან.

სტატიის დასასრულს, ნათქვამია, რომ „სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანად წარმოაჩენს, რამაც თვალსაჩინო გახადა, რომ კრიზისულ ვითარებაში არა მხოლოდ ქვეყნის რესურსია მნიშვნელოვანი, არამედ მისი ეფექტური და დროული მენეჯმენტი.“

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მთავრობამ ეპიდემიის შესაჩერებლად მაშინვე შემოიღო მკაცრი ზომები. ქვეყანაში ამოქმედდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, შეიზღუდა ავტომობილით გადაადგილება, დაწესდა კომენდანტის საათი.

ყველა ახალი ამბავი
0