Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი უკან იხევს? როგორ ვითარდება ვირუსი ქვეყანაში

გამოწერა
საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა – ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად მცირდება. ამასთან, იზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი. 

ტესტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. საქართველოს მთავრობამ ეპიდემიის შეკავების მიზნით მკაცრი ზომები პრაქტიკულად პირველივე დღეებში გაატარა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია გადაადგილებაზე რიგი შეზღუდვები, მათ შორის, კომენდანტის საათი.

ასე რომ, 2,5 თვის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ვითარების სტაბილიზება და მოვლენების ევროპული განვითარებისგან თავის დაღწევა. ქვეყანამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

მთლიანობაში საქართველოში ბოლო ორ კვირაში ეპიდვითარების დადებითი დინამიკა ფიქსირდება. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მაისის დასაწყისიდან: 

 თარიღი დღე-ღამეში ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
1 მაისი 27 23
4 მაისი 4 16
7 მაისი 5 6
8 მაისი 8 8
9 მაისი 3 9
19 მაისი 9 12
11 მაისი 3 8
12 მაისი 3 32

COVID-19-ის სიმპტომები საქართველოში

სიმპტომები, რომლებიც ინფიცირებულ პაციენტებს ყველაზე ხშირად აღენიშნებათ:  

სიმპტომები პროცენტული მაჩვენებელი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან
ტკივილი გულ-მკერდის არეში 5%
გულისრევა, პირღებინება 6%
დიარეა 10%
ყნოსვის/გემოს ცვლილება 11%
კუნთების ტკივილი 12%
ტკივილი სახსრებში 13%
სურდო 15%
თავის ტკივილი 17%
ყელის ტკივილი 24%
საერთო სისუსტე 36%
ხველა 36%
ტემპერატურა, შემცივნება 72%

საქართველოში ტესტირება მთლიანობაში 30,8 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19 642 ადამიანს დაუდგინდა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი, გარდაიცვალა 11 ადამიანი.

შემთხვევების დადასტურებული რაოდენობა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: 

ასაკი ინფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელი
0–1 წელი 1%
2–4 წელი 2%
5–14 წელი 6%
15–29 წელი  19%
30–39 წელი 18%
40–49 წელი 16%
50–59 წელი 18%
60–69 წელი 11%
70–79 წელი 7%
80 წელი 2%

 

ყველა ახალი ამბავი
0