12 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 12 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–20 მაისი

12-20 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები არ არიან კომუნიკაბელური, ისწრაფვიან მარტოობისკენ და ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა ახასიათებთ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60, 64. 

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დანდური.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე ფრთხილი, ეჭვიანი და უნდობი ადამიანები არიან. ისინი ყველაფერს წინასწარ კარგად აანალიზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მათი ახლობლებიდან ვინმე გასაჭირში ჩავარდება, ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან მათ გვერდით და ყველანაირად დაეხმარებიან მათ. მართალია, გარეგნულად პირქუში და მარტოხელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რადგან ისინი ასე იმალებიან და თავს იცავენ. ამ დეკადაში დაბადებულებს ბედნიერსა და წარმატებულს მხოლოდ ადამიანების ნდობა, გულღიაობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლით სიხარული გახდის.

12 მაისს დაბადებულები

12 მაისს დაბადებულები მტკიცე მისწრაფებებისა და შეხედულებების მქონე ადამიანები არიან. მათთვის ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად ხელსაყრელი პირობები იქმნება. აქვთ ხასიათის ის ნიშნები, რაც მათ მიიყვანს კეთილდღეობამდე და გარშემომყოფების პატივისცემამდე. არიან შრომისმოყვარე, ნიჭიერი ადამიანები, აქვთ საქმიანი უნარები, მაგრამ არ უყვართ გარისკვა, რადგან ძალზე ფრთხილი არიან. აქვთ სამართლიანობისა და პატიოსნების გამძაფრებული გრძნობა. მათი ნდობა ყოველთვის შეიძლება, არ იტყუებიან და არ ღალატობენ. ხშირად აღწევენ წარმატებებს ლიტერატურაში, ფერწერასა და მუსიკაში.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

12 მაისს დაბადებულებს მკაფიოდ გამოხატული არტისტული ნატურა აქვთ; ამიტომ ახასიათებთ სხვადასხვა სიცელქე, მხიარული გათამაშებები მეგობრებს, კოლეგებსა და ხანდახან უცხო ადამიანებს შორის. ხანდახან ამ დღეს დაბადებული საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი ადამიანებიც ვერ უძლებენ ონავრობის ამ ცდუნებას და მომენტს ხელიდან არ უშვებენ. ყოველთვის აქვთ ქცევის საკუთარი სტილი და წესები, თავიანთი ფასეულობები, რომლებსაც არავის მოთხოვნის გამო არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლიან. ხშირად ამ ადამიანებს გარშემომყოფები ვერ უგებენ და კიცხავენ მათ.

სამართლიანობის გამძაფრებული გრძნობიდან გამომდინარე, 12 მაისს დაბადებულებს ხშირად მოსდით კონფლიქტი გარშემომყოფებთან. მათ უყვართ, ამხილონ ნებისმიერი საეჭვო და ბნელი ღონისძიება, დაიცვან საკუთარი მოსაზრება ან გააკრიტიკონ ესა თუ ის მოსაზრება. ილაშქრებენ ნებისმიერი უსამართლობის წინააღმდეგ და მზად არიან, დაიცვან დაზარალებული მხარე. ამ დღეს დაბადებულებს აქვთ ბუნებრივი გამჭრიახობა, მაგრამ ადამიანებთან საკუთარ ფილოსოფიაზე და შეხედულებებზე საუბარი მაინცდამაინც არ უყვართ. ეს ადამიანები ასევე ხშირად ილაშქრებენ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების წინააღმდეგ და ოპოზიციონერებისა და მეამბოხეთა სიაში ხვდებიან. მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. რადიკალური საქციელი მათი კონსერვატორული მსოფლაღქმით არის განპირობებული. ასევე, გარეგნულად პირქუშები ჩანან და იშვიათად ამჟღავნებენ ემოციებს. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ყინულის ნიღბის უკან კეთილი, მგრძნობიარე, სამართლიანი და ძალზე ერთგული ადამიანები იმალებიან.

საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც არანაირი კრიზისი არ აშინებს

არცთუ იშვიათად ამ დღეს დაბადებულებს ბედისწერა ლიდერის როლს არგუნებს ხოლმე. ამ ადამიანებს ძალაუფლებისა და ადამიანების ხელმძღვანელობისადმი მისწრაფება საერთოდ არ გააჩნიათ, მაგრამ სწორედ მათ ნიშნავენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ისინიც ამ ნდობას ღირსეულად ამართლებენ. მათი გასულელება და გათამაშება რთულია, რადგან ადამიანებისა და ზოგადად, საზოგადოების განწყობის ნებისმიერ ცვალებადობას უმალ გრძნობენ; ცხოვრობენ რეალობაში და ილუზიების ტყვეობაში არ არიან. მტრების მიმართ დაუნდობელი არიან, მაგრამ მათთან მხოლოდ სიტყვიერ ბრძოლაში ერთვებიან.

ჯანმრთელობა

12 მაისს დაბადებულები კარგი ჯანმრთელობით, მადითა და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გამოირჩევიან. ზედმეტ კალორიებს სწრაფადვე წვავენ და ამიტომ ზედმეტი წონა მათთვის, უმეტესად, პრობლემას არ წარმოადგენს. მათ ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ გამალებული მუშაობის, ასევე, იმის გამო, რომ დიდი ენერგიის პატრონი არიან, ხშირად ავიწყდებათ დასვენება, ეს კი მათ ძალ-ღონეს აცლის.

რჩევა:

იყავით დიპლომატიური და დემოკრატიული. ნუ მოახვევთ თავს სხვებს საკუთარ აზრს. ისწავლეთ თავშეკავება, ნუ ჩაერევით სხვების ცხოვრებაში. გიყვარდეთ და დააფასეთ ადამიანები.

ყველა ახალი ამბავი
0