Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში 10,6 ათასზე მეტი თანამემამულე დაბრუნდა

© REUTERS / KAI PFAFFENBACHთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში COVID-19-ის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, საზღვარგარეთ დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, ქვეყნის მოქალაქეებს აქტიურად ეხმარება.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ უცხოეთიდან სამშობლოში 10 698 თანამემამულე დაბრუნდა, ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. 

რაც შეეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საელჩოებმა დახმარება 19 965 თანამემამულეს აღმოუჩინეს.   

საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინაციაში, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში. 

უწყების ცნობით, 15 მაისს ამსტერდამიდან განხორციელდება ჩარტერული რეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნებას ის თანამემამულეებიც შეძლებენ, რომლებიც ამ პერიოდში აშშ-ში იმყოფებოდნენ – სტუდენტები, სამხედროები, ტურისტები და ასაკოვანი ადამიანები. უახლოეს დღეებში დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი ასეთია: 18 მაისი - ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი - ათენი-თბილისი; 22 მაისი - რომი-თბილისი.

ფრენებს ახორციელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. ბილეთის ფასია 199 ევრო.

თითოეული დაბრუნებული მოქალაქე სპეციალურ ზონებში მედიკოსების დაკვირვებით სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0