გიორგი გახარია - 8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა

© Sputnik / Levan Avlabreliსაპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30–ზე მოდელით ჩატარდება. ამგვარ შეთანხმებას მიაღწიეს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ მიმდინარე წლის 8 მარტს.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. 8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნის ელჩებმა მიიღეს პირდაპირი მონაწილეობა, როგორც ფასილიტატორებმა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
კობახიძე: არ მგონია 31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნების ჩატარებას საფრთხე შეექმნას

2020 წლის 8 მარტს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30–ზე მოდელით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი ასეთი იქნება: 120 ადგილი პროპორციული სისტემით და 20 – მაჟორიტარულით. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა აშშ–ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით გაიმართა.

გიორგი გახარიას განცხადებით, სისტემა, რომელზეც შეთანხმება შედგა, იმდენად ხარისხობრივი სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მიუღებელია.

„პროპორციულ სისტემა ამ პროპორციულ სისტემასთან მიახლოებულ სისტემა, რომელითაც წლევანდელი არჩევნები უნდა ჩავატაროთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
როდის და როგორ ჩატარდება არჩევნები საქართველოს პარლამენტში

საქართველოს კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს სისტემით, რომელზეც სამი თვის განმავლობაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ მმართველი პარტია და ოპოზიცია. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო საარჩევნო საკანონმდებლო ბაზის მომზადება გაჭიანურდა.

ამ დროისთვის კანონმდებლებმა მოასწრეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადება, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები ახალი, შერეული სისტემით ჩატარდება.

კერძოდ, 150 სადეპუტატო ადგილიდან 120 გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მიიღებენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც სულ მცირე ხმათა იმდენს პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც იქნება ამ ბლოკში გაწევრიანებული.

დანარჩენი ადგილები 30 ერთმანდატიან ოლქში გადანაწილდება.

ყველა ახალი ამბავი
0