თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ახალი კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღისთვის, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის წარმომადგენელმა.
„რისკების ბოლო შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაიწყონ მზადება [ინფექციის] მეორე ტალღისთვის“, — აღნიშნა მან.
ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპული ცენტრი რეგულარულად აფასებს ვითარებას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ახალი ტალღები, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მაჩვენებლები კარგად კონტროლდება, შესაძლოა, მაინც გაჩნდეს“.