მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ერთთვიანი ინტერვალი: უჰანში COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობა ისევ იზრდება

© AFP 2024 / Noel Celisკორონავირუსი უჰანში
კორონავირუსი უჰანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ უჰანში 4 აპრილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები აქამდე არ გამოვლენილა. 26 აპრილს ქალაქის საავადმყოფოებიდან COVID-19-ით დაავადებული ბოლო პაციენტი გაეწერა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად იქცა, უკვე მეორე დღეა, რაც ისევ ფიქსირდება კორონავირუსით ლოკალური ინფიცირების შემთხვევები, იუწყება ჰუბეის პროვინციის ჯანდაცვის კომიტეტი. 

კომბოსტოს ფოთლები სამედიცინო  ნიღბების ნაცვლად - ვითარება პალესტინაში - Sputnik საქართველო
ეპიდემია, შესაძლოა, სამ ტალღად განმეორდეს: გერმანელი ექსპერტის განცხადება

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 29-დან 81 წლამდე ასაკის ხუთ პაციენტზე, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ, თუმცა მანამდე ისინი მხოლოდ ვირუს–მატარებლად მიიჩნეოდნენ. ამ დროისათვის ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია.

აღსანიშნავია, რომ უჰანში 4 აპრილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები აქამდე არ გამოვლენილა. 26 აპრილს ქალაქის საავადმყოფოებიდან COVID-19-ით დაავადებული ბოლო პაციენტი გაეწერა.

„ამ დროისათვის ქალაქში გრძელდება მკაცრი ზომები ვირუსთან ბრძოლისთვის <...> ჩვენ არ დავუშვებთ ეპიდემიის მეორე ტალღას“, —  ნათქვამია უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში სულ ქვეყანაში ინფიცირების 17 და უსიმპტომო ვირუს–მატარებლის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლეტალური შედეგები არ დამდგარა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ჩინეთში COVID-19-ით დაავადებული 84 010 ადამიანიდან განიკურნა 79 167 და გარდაიცვალა 4 637 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0