ვითარება გზებზე: გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

© courtesy of Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა ინტენსიური თოვის გამო დაწესდა. მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე  აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
სეტყვა და წვიმა – საქართველოში ცუდი ამინდი 11 მაისამდე შენარჩუნდება

აკრძალვა ინტენსიური თოვის გამო და ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და დარიალი-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0