თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 მაისის დღის მეორე ნახევრამდე ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. მოიმატებს ძლიერი ნალექების, სეტყვის და ქარის გაძლიერების შესაძლებლობა. შავ ზღვაზე მოსალოდნელია 3–4 ბალიანი შტორმი.
საქართველოს მთიან ზონებში უხვი ნალექის გამო შესაძლებელია ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.