თბილისი, 10 მაისი - Sputnik. ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
შემთხვევა ქედაში, სოფელ მახუნცეთთან მოხდა. ჩამოწოლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა ჩაკეტა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება მაგისტრალზე პარალიზებულია.
ამ დროისთვის მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
სავარაუდოდ, გზა დღის ბოლომდე გაიხსნება.