ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

© press service of the Prime Minister of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში დაკავებულ ახალ თანამდებობაზე დიდ ხანს არ გააჩერებენ

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
სააკაშვილის დანიშვნა: საქართველოს ხელისუფლებამ კიევიდან ელჩი გამოიძახა

თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ ახალ თანამდებობაზე დანიშვნით მიხეილ სააკაშვილი საკუთარი თავის რეინკარნირებას ცდილობს, თუმცა ეს არ გამოუვა.

„სამარცხვინო კადრები ვნახეთ ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც დათმო თავისი მოქალაქეობა, რაც მორიგი სამარცხვინო ფაქტი იყო. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელიც იყო ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტი, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გახდა შემდეგ გუბერნატორი და ვნახეთ, როგორ სამარცხვინოდ გააძევეს იგი უკრაინიდან თმების თრევით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ხუთშაბათს დანიშნა. შესაბამისი განკარგულება სახელმწიფო მეთაურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახეს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა, ამას წინათ განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში ნებისმიერ მნიშვნელოვან თანამდებობაზე.

აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც არამეგობრული ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

საქართველოს ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის ხილვა არც ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე >>>

სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დაკარგა. საქართველოს ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

რაც შეეხება უკრაინაში მის პოლიტიკურ კარიერას, იგი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მმართველობისას ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. თანამდებობაზე მან ერთი წელიც ვერ გაძლო. მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს. უკრაინაში დაბრუნება და მოქალაქეობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქვეყნის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკი აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0