გახარია: 75 წელი გავიდა, რაც პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა დიდ გამარჯვებას

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს მთავრობის წევრები ვაკის პარკში
საქართველოს მთავრობის წევრები ვაკის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვება დიდ ბოროტებაზე გამარჯვებას ნიშნავს, რისთვისაც საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ პატარა ერმა 300 ათასი გმირი შესწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის - სალომე ზურაბიშვილი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვვავილებით შეამკო.

„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო. პატარა საქართველოსთვის 300 ათასი ახალგაზრდა ვაჟკაცის გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც დიდი ტრაგედია და დიდი წვლილია. ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულება უნდა იყოს“, – განაცხადა გახარიამ.

 

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა წელს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი აკრძალვები მოქმედებს – მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.

9 მაისი - Sputnik საქართველო
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 371 ვეტერანი ცხოვრობს, ყველაზე უფროსი დაახლოებით 103 წლისაა, ყველაზე უმცროსი 94 წლის.

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0