9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის - სალომე ზურაბიშვილი

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს აღნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტმა ამ დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

თბილისი, 9 მაისი - Sputnik. დღევანდელი დღე – 9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის. 75 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 70 წელი კი – ევროპული ოჯახის – ევროკავშირის იდეის დაბადებიდან, აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში, რომელსაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

9 მაისი - Sputnik საქართველო
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

მისი თქმით, საქართველო თავისი ღირებულებებით, ჭეშმარიტად ევროპული კულტურით, საკუთარი მიღწევებით ევროპული ოჯახისკენ დამაჯერებელ და შეუქცევად ნაბიჯებს დგამს.

„პირველ რიგში, მინდა, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ჩვენს ვეტერანებს მივულოცო ეს თარიღი, გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ და ვუსურვო დღეგრძელობა და მხნეობა. სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში – ევროკავშირს“, - აცხადებს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, ის ევროპის თითქმის ყველა პრეზიდენტს ესაუბრა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეს, რადგან მნიშვნელოვანია, საქართველო ევროკავშირთან პოსტკრიზისული გეგმების დასახვაში სრულფასოვნად იყოს ჩაბმული.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ – 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გადაიდო.

ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა წელს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და რიგი აკრძალვები მოქმედებს – მათ შორის, სამზე მეტი პირის შეკრება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ვეტერანებმა თავიანთი გმირობის ფასად კაცობრიობა ფაშიზმისგან იხსნეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა. აქედან უკან მხოლოდ დაახლოებით ნახევარი დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე აღმართა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 371 ვეტერანი ცხოვრობს, ყველაზე უფროსი დაახლოებით 103 წლისაა, ყველაზე უმცროსი 94 წლის.

საქართველოს მთავრობა 9 მაისთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადად ფულად ჯილდოს გადასცემს 600 ლარის ოდენობით.

მეორე მსოფლიო ომი 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0