Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: არ დაიჯეროთ ინფორმაცია, თითქოს ვაქცინაცია ადამიანებს ვნებს

გამოწერა
ამირან გამყრელიძემ მშობლებს მოუწოდა, უარი არ თქვან ბავშვების გეგმურ აცრებზე, რადგან პანდემიის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მცირეწლოვანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. დიდ პანდემიებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სწორედ ვაქცინები და აცრებია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

COVID-19  - Sputnik საქართველო
ჯანმომ ცხრა რუსული ვაქცინა პერსპექტიულად შეაფასა

გამყრელიძემ მოსახელობას მოუწოდა, არ დაუჯერონ ვაქცინების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რადგან სწორედ ვაქცინაციაა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა.

„ყოველთვის, როცა ახლად წარმოშობილი ინფექციური დაავადებები ჩნდება, ჩვენ იმედით ვუყურებთ მათი საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნას. დიდ პანდემიებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა სწორედ ვაქცინები და აცრებია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, როცა მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც პანდემიას ებრძვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცირეწლოვანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

„არ შეიძლება ამ დროს შევაჩეროთ ჩვენი ბავშვების გეგმური აცრები. ვაქცინაცია კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის - სენსაციური ინტერვიუ ქართველ მეცნიერთან >>>

დღეს მსოფლიოში ყვავილის დაავადების დამარცხების დღეა. 1980 წლის 8 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ეს ინფექციური დაავადება აღმოფხვრილად გამოაცხადა.

ვაქცინა - Sputnik საქართველო
COVID-19-ის პოტენციური ვაქცინების სია: ჯანმო მონაცემებს აქვეყნებს

ჯანმოს ინფორმაციით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე უამრავი ორგანიზაცია მუშაობს - დაწყებული ფარმაცევტული გიგანტებით და დასრულებული პატარა ბიოტექნოლოგიური კომპანიებით, არაკომერციული  ჯგუფებითა თუ აკადემიური ცენტრებით.

ჯანმო აღიარებს, რომ COVID-19-ის ვაქცინის შემუშავების ტემპები უპრეცედენტოა. როგორც წესი, ეს ძვირადღირებული, რთული და ხანგრძლივი პროცესია, რასაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციები და არაერთი წლის გამოცდა სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ეფექტური.

ეს ვადა ჩვეულებრივ დაახლოებით 10–15 წელს მოიცავს, მაგრამ ახლა კომპანიები მის ერთ წლამდე შემცირებას გეგმავენ. ეს იმის გამო, რომ ახალმა კორონავირუსმა უკვე უამრავი სიცოცხლე შეიწირა.

ყველა ახალი ამბავი
0