ჯანმომ ცხრა რუსული ვაქცინა პერსპექტიულად შეაფასა

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშიCOVID-19
COVID-19  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 68 622 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 615 გარდაიცვალა.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პერსპექტიული ვაქცინების ჩამონათვალში ცხრა რუსული პროექტი შეიტანა, ნათქვამია საიტზე стопкоронавирус.рф. 

სისხლის ცენტრში რუსეთში - Sputnik საქართველო
რუსეთში COVID-19-თან ბრძოლის ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს

„მათ შორისაა ექვსი პრეპარატი, რომლებიც ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრ „ვექტორშია“ შექმნილი“, — აღნიშნულია განცხადებაში.

ნოვოსიბირსკის ცენტრის პროექტებს შორის არის პრეპარატები ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო, წითელას ვირუსების, А ტიპის გრიპის, ვეზიკულარული სტომატიტის ვაქცინების პლატფორმაზე.

გარდა ამისა, კომპანია „ბიოკადმა“ წარმოადგინა ორი ვაქცინა, სანქტ-პეტერბურგის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა კი შექმნა პრეპარატი რეკომბინანტული ცილისა და ნანონაწილაკების საფუძველზე.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 68 622 ადამიანს მიაღწია, რომელთაგან 615 გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0