Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 77 ახალი ფაქტი გამოვლინდა

© photo: Ministry of Internal Affairs of Georgia / FBსაპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი საკომენდანტო საათის დროს თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

თბილისი, 7 მაისი - Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევის 77 ახალი ფაქტი გამოვლინდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ნათია მეზვრიშვილი - Sputnik საქართველო
ნათია მეზვრიშვილი: კომენდანტის საათი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია

პოლიციამ 6 მაისის 21:00 საათიდან 7 მაისის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში სამზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ შვიდი მოქალაქე დააჯარიმეს.

პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ბათუმის წმინდა ღვთისმშობლის ტაძარი - Sputnik საქართველო
ბათუმში მრევლი ტაძრების ეზოებში კომენდანტის საათის შემდეგ შეიკრიბა

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ სამი პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

ყველა ახალი ამბავი
0