Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19: ჯანმომ საქართველოს კვლევაში მონაწილეობა შესთავაზა

© press-service of Infectious Diseases and AIDS CenterДиректор инфекционной больницы Тенгиз Церцвадзе
Директор инфекционной больницы Тенгиз Церцвадзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერი კვლევა ძალიან საპასუხისმგებლოა და როგორც წესი, მას ანდობენ იმ ქვეყნებსა და მკვლევართა იმ ჯგუფს, რომელსაც სპეციალისტების წრეში მაღალი ნდობა აქვს, აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველო კორონავირუსის მკურნალობისთვის საუკეთესო მედიკამენტის გამოსავლენად საერთაშორისო კვლევაში ჩაერთვება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი კვლევა ძალიან საპასუხისმგებლოა და როგორც წესი, მას ანდობენ იმ ქვეყნებსა და მკვლევართა იმ ჯგუფს, რომელსაც სპეციალისტების წრეში მაღალი ნდობა აქვს.

„თავისთავად ის, რომ არა რომელიმე კონკრეტულად ერთმა ქვეყანამ ან ერთმა უნივერისტეტმა შესთავაზა საქართველოს კვლევაში მონაწილეობა, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ეს თავისთავად სერიოზულია. კონკრეტულად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის პაციენტები შეუზღუდავად მიიღებენ იმ მედიკამენტებს, რომელიც დღეისთვის მსოფლიო ექსპერტებმა შეარჩიეს, როგორც ყველაზე უფრო იმედისმომცემი, მათ შორის არის „რემდესივირი“, რომელსაც ამის გარეშე კიდევ კარგა ხანს ვერ მიიღებენ ქვეყნები“, - განაცხადა ცერცვაძემ.
მიმღებში - Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში ამოიღებენ „პლაქვენილს“ პროტოკოლიდან ქართველი ექიმები

მისივე განმარტებით, გარდა იმისა, რომ მათ წვდომა ექნებათ ამ მედიკამენტებზე, თითოეული ეს კვლევა უზრუნველყოფილი იქნება მკაცრი პროტოკოლებით. თითოეულ პაციენტს ჩაუტარდება ყველა მაღალტექნოლოგიური კვლევები. იქნება მჭიდრო მონიტორინგი, რაც უზრუნველყოფს მათ აბსოლუტურ უსაფრთხოებას.

საქართველოსა და სხვა ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იყენებენ პრეპარატ „პლაქვენილს“. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვიდრე „აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია“ ოფიციალურად მიიჩნევს, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი იქნება რაიმე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას ჯობია, ჩვენ მომენტალურად ამას გამოვეხმაურებით და შევცვლით“. თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ასევე წარმატებით გამოიყენება პრეპარატი „ტოცილიზუმაბი“, გამოიყენება პროტეაზას ინჰიბიტორები (პრეპარატები „ლოპინავირი“, „რიტონავირი“, „დარუნავირი“ და „კობიცისტატი“).

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 523 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0