Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა შემთხვევაში ამოიღებენ „პლაქვენილს“ პროტოკოლიდან ქართველი ექიმები

© photo: Sputnikმიმღებში
მიმღებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მისი დირექტორის, ლევან რატიანის ინიციატივით COVID-19-თან ბრძოლაში ჩართული ქართველი ექიმების ერთობლივი შემთხვევა გაიმართა

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქართველი ექიმების ერთობლივ შეხვედრაზე სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ისაუბრეს პრეპარატ „პლაქვენილზე“, რომელსაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იყენებენ.

პირველი საინივერსიტეტო კლინიკა - Sputnik საქართველო
ქართველმა ექიმებმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებზე ერთობლივი შეხვედრა გამართეს

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, დღევანდელი შეკრება მისი ინიციატივით შედგა და შეხვედრაზე კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„გუშინ შეგპირდით, რომ ექიმები ერთი დიდი ოჯახი ვართ. აქედან გამომდინარე, ინტერნეტსივრციდან გამოვედით და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ხალხს, ვისაც სჭირდება ჩვენი დახმარება, ერთიანი სქემით ვუმკურნალოთ“, – განაცხდა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანმა პრეპარატ „პლაქვენილზეც“ ისაუბრა.

„დღეს რომ ცხრა პაციენტი გაეწერა ჩვენი კლინიკიდან გამოჯანმრთელებული და გვაქვს დადებითი დინამიკა, ლეტალობის დაბალი ინდექსი, ალბათ ეს სქემა ამართლებს. ხვალ თუ დაიდო შედეგი, რომ უნდა ამოვიღოთ „პლაქვენილი“ პროტოკოლიდან, აუცილებლად ასე ვიზამთ. ეს არის ჩვენებით გამოსაყენებელი პრეპარატი და მისი გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამბულატორულ და საშუალო სიმძიმის პაციენტებში. კრიტიკულ პაციენტებში ვიყენებთ პროტოკოლის გათვალისწინებით. ვატარებთ 24-საათიან მონიტორინგს და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით „პლაქვენილის“ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. ამ ეტაპამდე „პლაქვენილით“ გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

წვეთოვნის მომზადება - Sputnik საქართველო
სიტუაცია საქართველოს კლინიკებში: ექიმები ინფიცირებულთა მდგომარეობაზე საუბრობენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „პლაქვენილი“ ქართულ პროტოკოლში შედის, შედიოდა და რჩება ისე, როგორც იქ წერია და არა ისე, როგორც მის ინტერპრეტაციას ზოგიერთები აკეთებენ.

„ის უნდა დაენიშნოს საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს. ეს ფორმულირება ეყრდნობა „აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის“ (FDA) ოფიციალურ რეკომენდაციას, რომელიც ამა წლის 28 მარტს დაიდო… ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებზე. ამ ბოლო დროს ყველაზე იმედისმომცემად მიჩნეულ მედიკამენტ „რემდესევირზე“ გამოქვეყნდა ცნობები, რომ მან ვერ უჩვენა ეფექტურობა. ურთიერთგამომრიცხავი შედეგები ვრცელდება, მაგრამ ვიდრე „აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია“ ოფიციალურად მიიჩნევს, რომ ეს მედიკამენტი უნდა იყოს პროტოკოლში, ის დარჩება პროტოკოლში. როგორც კი იქნება რაიმე ახალი მედიკამენტის შესახებ მტკიცებულებები, რომ ის ამას ჯობია, ჩვენ მომენტალურად ამას გამოვეხმაურებით და შევცვლით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, საქართველოში ასევე წარმატებით გამოიყენება პრეპარატი „ტოცილიზუმაბი“, გამოიყენება პროტეაზას ინჰიბიტორები (პრეპარატები „ლოპინავირი“, „რიტონავირი“, „დარუნავირი“ და „კობიცისტატი“).

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა >>

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია, საქართველოს სამი მოქალაქე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან გადმოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 139 ადამიანი, გარდაიცვალა 5. კარანტინში იმყოფება 5206, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 571 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0