Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თეთრიწყაროში კორონავირუსით 47 პირია ინფიცირებული

გამოწერა
მოძიებული კონტაქტების რაოდენობა ჯამში შეადგენს 276-ს. აღნიშნული კონტაქტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 111 პირი

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით 47 პირია ინფიცირებული, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამხედროები მოსახლეობას სურსათს ურიგებენ - Sputnik საქართველო
გამყრელიძე: ეპიდემიოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ქვემო ქართლის რეგიონს აქცევენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა. 26 აპრილს ჩაიკეტა ქალაქი და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

მოძიებული კონტაქტების რაოდენობა ჯამში შეადგენს 276-ს. აღნიშნული კონტაქტები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხოლო კარანტინის რეჟიმში იმყოფება 111 პირი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ სიტუაციას ადგილზე საპატრულო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებენ. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი და სადეზინფექციო სამუშაოები.

„ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში დახმარება უკვე გავუწიეთ დაახლოებით 1 000-მდე შეჭირვებულ ოჯახს და გადავეცით პირველადი სასურსათო პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები. ჩვენს მოსახლეობას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც. ამჟამად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 300 მარტოხელა ხანდაზმულს სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების ამანათებს გადავცემთ“, – განაცხადა თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩარქსელიანმა.
რუხის მრავალფუნქციური კლინიკა - Sputnik საქართველო
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების დაახლოებით 30% ქვემო ქართლის რეგიონზე მოდის და ქვეყანაში არსებული 12-15 კლასტერიდან აღსანიშნავია მარნეულის, ბოლნისის და თეთრიწყაროს კლასტერები.

საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 269 ადამიანი, გარდაიცვალა – 9, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5133, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 523 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0