Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

© photo: Sputnik / Nika latariaრუხის მრავალფუნქციური კლინიკა
რუხის მრავალფუნქციური კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირებული ქალბატონი არ მიეკუთვნება არც ერთ კლასტერს და არ არის სამეგრელოს მცხოვრები. როგორც ირკვევა, აღნიშნული მოქალაქე თურქეთიდან 22 აპრილს ჩამოვიდა და  პირდაპირ კარანტინის სივრცეში მოათავსეს.

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ერთ-ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

კვლევა ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ლაბორატორიაში ჩატარდა.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე კორონავირუსზე: ეს არის გაფრთხილება, ეს არის მოქცევა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის  ანზორ ქობალიას ინფორმაციით,  ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან აღებული ერთი მოქალაქის ნიმუში COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ინფიცირებული ქალბატონი არ მიეკუთვნება არც ერთ კლასტერს და არ არის სამეგრელოს მცხოვრები. როგორც ირკვევა, აღნიშნული მოქალაქე თურქეთიდან 22 აპრილს ჩამოვიდა და  პირდაპირ კარანტინის სივრცეში მოათავსეს.

პაციენტი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამასთან, გუშინ ღამით ზუგდიდში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ორ ბავშვს, რომლებიც ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან. პაციენტები თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოში სხვადასხვა რეგიონში მოწყობილ საკარანტინო ზონებში ამჟამად იმყოფება 5133 ადამიანი.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 269, გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0