მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დოლარისგან „ჩასახსნელად“: ჩინეთი სუვერენულ კიბერვალუტას ქმნის

© Pixabay / PublicDomainPicturesჩინური იუანი
ჩინური იუანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინური მასმედიის ინფორმაციით, სუვერენული კიბერვალუტის შემოღება სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან „დოლარი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის იარაღი ხდება“.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ჩინეთი ახალი ციფრული ვალუტის ტესტირებას იწყებს, რაც მომავალში მას დოლარისგან „ჩახსნის“ შესაძლებლობას მისცემს, იუწყება РИА Новости. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
მტერი ვირუსია და არა ჩინეთი: პეკინმა აშშ-ის მუქარას უპასუხა

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის მხრიდან მასზე თავდასხმები გახშირდა. ირკვევა, რომ ამ გზით ჩინეთს საკუთარი სავალუტო სისტემის შექმნა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კიბერვალუტის დანერგვის ოფიციალური გრაფიკი ჯერჯერობით არ არსებობს, ბოლო დროს ჩინეთის ცენტრალური ბანკი სულ უფრო აქტიურად მუშაობს ელექტრონული იუანის განვითარებაზე.

სავარაუდოდ, ელექტრონული იუანი იქნება პირველი ციფრული ვალუტა, რომელსაც სახელმწიფო შექმნის და მართავს, და არა კერძო კორპორაცია. ამასთან ის, კიბერვალუტების უმეტესობისგან განსხვავებით, გამჭვირვალე იქნება ეროვნული საგადასახადო სისტემისთვის.

გერმანიის მსგავსად: აშშ ჩინეთს კომპენსაციას მოსთხოვს კორონავირუსის გამო>>

ჩინური მასმედიის ინფორმაციით, სუვერენული კიბერვალუტის შემოღება სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან „დოლარი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის იარაღი ხდება“. ეს გამოიხატება როგორც ცალმხრივ სადამსჯელო სანქციებში, ისე კომპანიების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის მუქარაში.

ყველა ახალი ამბავი
0