თბილისი, 28 აპრილი Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გერმანიის მაგალითს მიბაძოს და ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კომპენსაცია მოსთხოვოს, განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
აღნიშნულის თაობაზე ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო გერმანიამ ჩინეთს კომპენსაცია მოსთხოვა 130 მლრდ ევროს ოდენობით.
We've built the greatest economy the world has ever seen—and we will do it again! 🇺🇸 pic.twitter.com/sIoNHfQyDf
— The White House (@WhiteHouse) April 28, 2020
ტრამპმა სამშაბათის პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აშშ-ს „აქვს მეთოდები“, გადაჭრას ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხი პანდემიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აშშ-სთვის ამის გაკეთება „ბევრად იოლი იქნება“, ვიდრე გერმანიისთვის.
ამასთან, ამერიკელები მზად არიან, მოითხოვონ ჩინეთისგან „ბევრად მეტი თანხა“.
President @realDonaldTrump about the supply China pic.twitter.com/TDqRmQXgY8
— dada (@dadababako1966) April 28, 2020
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქება 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ინფექციის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოს 185 ქვეყანაში SARS-CoV-2-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 3 041 777 კაცს მიაღწია. აქედან გარდაიცვალა 211 170 და განიკურნა 894 337 პაციენტი.