Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ევროპაში თვითიზოლაციის რეჟიმი შეამსუბუქეს

© AP Photo / Markus Schreiberგრაფიტი კორონავირუსის თემაზე
გრაფიტი კორონავირუსის თემაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
4 მაისის მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,6 მილიონს გადააჭარბა. ეპიდემიამ ყველაზე მეტად აშშ დააზარალა

თბილისი, 4 მაისი - Sputnik. ევროპის ბევრ ქვეყანასა და ქალაქში მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს კარანტინი, რომელიც COVID-19-ის პანდემიის გამო გამოცხადდა, წერს Daily Mail-ი.

თუთიყუში - Sputnik საქართველო
ფრინველის COVID-19? ავსტრალიაში უცნობი ვირუსი მასიურად ხოცავს ჩიტებს

იტალიაში, რომელიც ვირუსისგან ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა, მუშაობა განაახლეს სამშენებლო კომპანიებმა, გაიხსნა საბითუმო ვაჭრობა, კაფე-ბარები, რომლებიც მიწოდების სერვისზე მუშაობენ.

იტალიის მოსახლეობას ქალაქებში გადაადგილების ნება დართეს. თუმცა აუცილებელია დისტანციის დაცვა და ნიღბების გამოყენება. ქალაქებში გაიხსნა პარკები და სკვერები.

მეზობელ გერმანიაში თანდათანობით იხსნება სკოლები, ავსტრიაში კი მერხებს მიუსხდნენ უფროსკლასელები.

რაც შეეხება ესპანეთსა და პორტუგალიას, იქ ამუშავდა მაღაზიები, სილამაზის სალონები, თუმცა წინასწარი ჩაწერით. ამასთან, კვლავ მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები - სახლიდან გასვლა აკრძალულია ნიღბის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება ჯარიმა 350 ევროს ოდენობით.

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 მაისის მონაცემებით, 3,6 მილიონს მიაღწია. ეპიდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ: აშშ (1,19 მლნ ადამიანი), ესპანეთი (248,4 ათასი), იტალია (211,9 ათასი), დიდი ბრიტანეთი (190,6 ათასი), საფრანგეთი (168,7 ათასი) და გერმანია (165,7 ათასი).

ყველა ახალი ამბავი
0