საქართველო ამერიკულ ნავთობკომპანიასთან შეთანხმებას წყვეტს

© photo: Sputnikფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ კომპანიას მოუწოდა, აღასრულოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის 6 მილიონი დოლარის გადახდის შესახებ.

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ამერიკულ კომპანია Frontera Resources-ს კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. 

საპროტესტო აქცია კომპანია Frontera-ს წინააღმდეგ
 - Sputnik საქართველო
ქართული მუშახელი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ: თბილისში საპროტესტო აქცია ჩატარდა

კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზი ამერიკულ კომპანიასა და სახელმწიფო სააგენტოს და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა. სადავო საკითხი ნავთობის მოპოვების კონტრაქტით გათვალისწინებულ პროდუქციის წილობრივ განაწილებას ეხებოდა. ქართულმა მხარემ რამდენიმე მოთხოვნა წარადგინა, რომელთაგან მთავარი იყო ტერიტორიების დაბრუნება, რომელსაც Frontera ნავთობის მოძიებისა და მოპოვებისთვის არ იყენებს. ეს ტერიტორია ლიცენზირებული ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. კომპანიას ფართობი ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაებრუნებინა.

„საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შინაარსის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით სააგენტომ Frontera Resources-ს გადასცა შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე. კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის (მიმდინარე წლის 27 ივლისი) ამოწურვისას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ კომპანიას მოუწოდა, ნებაყოფლობით აღსრულოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის 6 მილიონი დოლარის გადახდის თაობაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Frontera-მ კორპორაციას უნდა აუნაზღაუროს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე სასამართლოს ხარჯები.

Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის ძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაფუძნდა 1996 წელს. მისი სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბაზრებზე ნახშირწყალბადების მოპოვების პერსპექტივების ძიებაა. ამჟამად კომპანია საქართველოსა და მოლდოვაში მუშაობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0