ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში ნიგერიის მოქალაქე  დააკავეს - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerძალადობა ოჯახში
ძალადობა ოჯახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიგერიის მოქალაქეს სასჯელის სახით ორ წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის 31 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა  ცოლს, 34 წლის ქალს  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნიგერიის მოქალაქე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

პოლიციამ რუსთავში არასრულწლოვან გერზე ძალადობისთვის ნიგერიის მოქალაქე დააკავა >>

დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0