პოლიციამ რუსთავში არასრულწლოვან გერზე ძალადობისთვის ნიგერიის მოქალაქე დააკავა

© Pixabay / 4711018ხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცმა არასრულწლოვან გერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნიგერიის მოქალაქე დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში 1986 წელს დაბადებულმა კ.ო.-მ თავის საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვან გერს - 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, არასრულწლოვანი წევრის მიმართ წინასწარი შეცნობით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0