Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რუსეთში 124 ათასს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი თვითიზოლაციაში
მოსკოვი თვითიზოლაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფება დაახლოებით 214 ათასი ადამიანი, COVID-19 15 013-მა პაციენტმა დაამარცხა

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 9 623 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

დღეისათვის ქვეყანის 85-ვე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 124 054 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან 1 222 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 15 013 პაციენტი. COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა მოსკოვში - კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან ინფიცირებულია 62 658 ადამიანი.

ამგვარად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს და უსწრებს ჩინეთს, ირანსა და თურქეთს.

სანიტაიზერი და სხვა ატრიბუტები კორონავირუსთან ბრძოლისთვის - Sputnik საქართველო
ექიმი კომაროვსკი სანიტაიზერის სწორ გამოყენებას გვასწავლის

ინფიცირების ტემპის ზრდა ოპერატიულ შტაბში განმარტეს იმით, რომ რამდენჯერმე გაიზარდა კორონავირუსზე ტესტების შედეგების დადასტურების სიჩქარე.

რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 3,9 მილიონი ტესტი გაკეთდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 3 414 945 ადამიანი დაინფიცირდა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 239 792 აღწევს.

რუსეთში საყოველთაო თვითიზოლაციის მკაცრი რეჟიმი მოქმედებს, მოქალაქეებს მოუწოდებენ უკიდურესი საჭიროების გარდა არ დატოვონ სახლები და ერთმანეთთან მინიმუმ ერთ მეტრიანი დისტანცია დაიცვან. დახურულია გასართობი დაწესებულები, სილამაზის სალონები, კაფეები და რესტორნები. ჩვეულ რეჟიმში, მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, ადგილზე მიტანის სერვისები, კავშირგაბმულობის სერვისები, ბანკის ფილიალები, პირველადი საჭიროების არასასურსათო საქონლის მაღაზიები, აგრეთვე სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ცხოვრებას.

ზოგიერთ რეგიონში ქალაქში გადაადგილების მიზნით შემოღებულია საშვების სისტემა.

ყველა ახალი ამბავი
0