ექიმი კომაროვსკი სანიტაიზერის სწორ გამოყენებას გვასწავლის

© Sputnik / Alexander Imedashviliსანიტაიზერი და სხვა ატრიბუტები კორონავირუსთან ბრძოლისთვის
სანიტაიზერი და სხვა ატრიბუტები კორონავირუსთან ბრძოლისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მოიცვა. ბოლო მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირდა 3 401 391 ადამიანი. აქედან 239 615 ადამიანი გარდაიცვალა, 1 083 816 გამოჯანმრთელდა.

თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ექიმმა და ტელეწამყვანმა ევგენი კომაროვსკიმ თავის YouTube-არხზე ისაუბრა ყველასათვის აქტუალურ თემაზე - როგორ გამოვიყენოთ სწორად სანიტაიზერი, იუწყება РИА Новости.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებს, მაგალითად, ურიკის სახელურს სუპერმარკეტში, და შემდეგ მას ხელს კიდებს, მასზე მაინც რჩება დაუმუშავებელი, არასტერილური ზონები.

„როდესაც ამუშავებთ ხელებს, ეფექტი გაცილებით უფრო დიდხანს რჩება“, - განმარტავს ტელეწამყვანი.

კომაროვსკის განმარტებით, სანიტაიზერის დანიშნულებაა ვირუსის განადგურება არა ზედაპირებზე, არამედ ხელებზე. მისი თქმით, ყველაზე მთავარია  - ხელების დეზინფექცია ამა თუ იმ საგნების შეხების შემდეგ.

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მოიცვა. ბოლო მონაცემებით, ვირუსით დაინფიცირდა 3 401 391 ადამიანი. აქედან 239 615 ადამიანი გარდაიცვალა, 1 083 816 გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა უმრავლესობა დაფიქსირებულია აშშ-ში, ესპანეთსა და იტალიაში.

ყველა ახალი ამბავი
0