1 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 1 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 აპრილი – 1 მაისი

21 აპრილი – 1 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას პლანეტა მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს არაორდინარული აზროვნებითა და მაღალი კლასის ორგანიზატორული უნარებით აჯილდოებს.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 24, 30, 33, 39, 45, 51, 57.

© Sputnik / Maria Tsimintiaკურო
1 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
კურო

ამ ადამიანთა სიმბოლოა გეორგინა.

ამ პერიოდში დაბადებულებს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება უყვართ, დაუფიქრებლად მოქმედება სჩვევიათ. მათ თითოეულ საკითხზე კარგად დაფიქრება, შემდგომი ნაბიჯების გათვლა, ყოველის სიტყვის აწონ–დაწონა მართებთ. ამის შედეგად მათი ცხოვრება სიხარულითა და ბედნიერებით იქნება აღსავსე.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

1 მაისს დაბადებულები

პირველ მაისს ძლიერი, დაკვირვებული, გულღია ადამიანები იბადებიან. ისინი ყოველთვის ცდილობენ საკუთარი მიზნების მიღწევას და ამის განხორციელება ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ.

ამ დღეს დაბადებულებს უყვართ საკუთარი დაკვირვებების გარშემომყოფებისთვის გაზიარება ან სიტყვიერად, ან წერილობით, თუმცა, მჭევრმეტყველებით არ გამოირჩევიან, არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, საუბრობენ მკაცრად და მხოლოდ საქმეზე და მის არსზე. კონკრეტულობა, სიზუსტე და გულწრფელობა ამ ადამიანების განმასხვავებელი ნიშანია. გარდა სწორხაზოვნებისა, ამ ადამიანებს ყველა მოვლენის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ; ამიტომ ყველაზე მორიდებულებიც კი ახერხებენ თვითდამკვიდრებას როგორც ოჯახში, ისე მეგობრებსა და კოლეგების წრეში.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

1 მაისს დაბადებულებს ფამილარული ურთიერთობები არ უყვართ ისევე, როგორც გარშემომყოფების გულის მოგება. მიუხედავად ამისა, მათ პატივს სცემენ იმის გამო, რომ გულწრფელი და პატიოსანი ადამიანები არიან. ხანდახან თანამოსაუბრესთან მკვახე და უხეში არიან, მაგრამ, ამავე დროს, ჩხუბსა და კონფრონტაციას ერიდებიან. ვისაც მათი სიმშვიდის დარღვევის სურვილი გაუჩნდება, სარკაზმით შეფერილი იუმორის შესანიშნავ გრძნობას წააწყდება. ისინი აზროვნებენ პრაგმატულად, ამიტომ ცარიელი ფაქტებით მათი რელსებიდან გადაყვანა ადვილი არ არის.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ამ დღეს დაბადებულებს უყვართ მშვენიერი, აფასებენ კმაყოფილებას - სუფრასთან იქნება ეს თუ გინდაც, საწოლში. აქტიურ მდგომარეობას მშვიდს ამჯობინებენ. ეს ადამიანები იშვიათად რისკავენ, ყოველთვის ჯანსაღი აზრის გამოყენებას ცდილობენ. მაგრამ ეს თვისება მათ არ ეხმარება სასიყვარულო ფრონტზე. ისინი ხშირად ცდებიან პარტნიორის შერჩევაში, რადგან რომანტიკული ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რაც მათ გონებას აბრმავებს. ყველა დანარჩენ სფეროში მათი გონება ინარჩუნებს პრაგმატულობას.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში

ჯანმრთელობა

1 მაისს დაბადებულები განსაკუთრებით უფრთხილდებიან ხმის იოგებს (ისევე, როგორც ზოგადად კუროს ნიშნით დაბადებულები). მათ ასევე აქვთ წონის პრობლემები, ამიტომ კვებას ყურადღება უნდა მიაქციონ. ფიზიკური აქტიურობისთვის წაადგებათ ცურვა და სათხილამურო სპორტი.

რჩევა:

ამ დღეს დაბადებულებისთვის უმთავრესია, რეალისტები იყვნენ სიყვარულში და ეცადონ, მომავალზე იფიქრონ. ეცადეთ, გარისკოთ და შეასრულოთ გეგმები, რომლებიც უახლოესი მომავლისთვის შეადგინეთ, მაშინ შეძლებთ ცხოვრებაში წარმატების მიღწევას. ამისთვის ცოტაოდენი ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0