Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეშმაკის ადვოკატი“ - ცნობილი წყვილი ახალ მედიაპროექტს იწყებს

© Facebook / Tamara Chergoleishviliთამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია
თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას წყვილს ყველა იცნობს. მათ გადაწყვიტეს, კარანტინის პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენონ და საზოგადოებას საშუალება მისცენ, მათი დებატები იხილოს.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას და მის მეუღლეს, ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილს ახალ მედიაპროექტში ვიხილავთ სახელწოდებით „ეშმაკის ადვოკატი“, რომელიც სოციალურ ქსელში გავა. ინფორმაციას თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

წყვილს შორის დებატებს სოციალური ქსელის მომხმარებელი იხილავს.

გიგა ბოკერია - Sputnik საქართველო
გიგა ბოკერიას ტელეფონი ისმინება

„თავის დაზღვევისთვის აღვნიშნავ, რომ ეშმაკებთან, ჭინკებთან და მხეცის ნიშნებთან პროექტს საერთო არ აქვს. არსიდან გამომდინარე დავარქვით. არსი იმაშია, რომ გიგა სულ გიგა ბოკერია იქნება. მე კი სულ მისი მოწინააღმდეგე - ანუ ეშმაკის ადვოკატი! (ხან ქოცი, ხან ქსენოფობი ქოცი, ხან სოციალისტი და ა.შ.)

ვინ იცის, ეგებ უკეთესი კითხვები დავსვა მოწინააღმდეგის პოზიციიდან და უკეთ გავჭედო, ვიდრე მისი რეალური მოწინააღმდეგეები ახერხებენ?", - წერს ჟურნალისტი.

ყველა ახალი ამბავი
0