გიგა ბოკერიას ტელეფონი ისმინება

გამოწერა
მანამდე სუს-მა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებს.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისათვის" პარლამენტის დეპუტატს, გიგა ბოკერიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ შეატყობინეს.

საუბარია სისხლის სამართლის საქამეზე, რომელიც სუს-ში 2015 წლის ოქტომბერში სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცების მუხლით აღიძრა. დაბარების საბაბი სააკაშვილსა და ბოკერიას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გახდა, რომელიც უკრაინულ პორტალ wikileaks.center-ის მიერ 2015 წლის ოქტომბერში აიტვირთა. პორტალი ამტკიცებს, რომ საუბრის ჩანაწერი სტამბულში, ათათურქის სახელობის აეროპორტის VIP-დარბაზში 22 ოქტომბერს გაკეთდა. თანამოსაუბრეები თითქოს საქართველოში სიტუაციის ესკალაციის შესაძლებლობას განიხილავდნენ.

„ეს იყო ფორმალური პროცედურა, შეტყობინება იმაზე, რომ მიმდინარეობდა ფარული მიყურადება. ამ ყველაფერში აღსანიშნავია ის, რომ ეს გამოძიება საერთოდ აქამდე გრძელდება. ეს არის დემონსტრაცია იმ დიდი პრობლემის, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს", — სუს-ის შენობიდან გამოსვლისას განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
სუს-მა ნიკა გვარამიას მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ ინფორმაცია გააცნო

მისი თქმით, პოლიტიკური დაკვეთების ნაცვლად, ქვეყანა რეალური გამოძიებებით უნდა იყოს დაკავებული.

იმასთან დაკავშირებით, წარედგინება თუ არა ამ საქმეზე ბრალდება მიხეილ სააკაშვილს, ვარაუდის გამოთქმისგან ბოკერიამ თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია.

მანამდე სუს-მა ნიკა გვარამიას მისი სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ შატყობინა.

ყველა ახალი ამბავი
0