2019 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნება შემცირდა

© Sputnik / Viktor Kaminskyგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ 2019 წელს 1,6 ათასი ადამიანი  შეადგინა, მაგრამ მიგრაციული სალდო უარყოფითი აღმოჩნდა (8,2 ათასი ადამიანი)

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა  წინა წელთან შედარებით  0,2 პროცენტით შემცირდა და 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მისმა რიცხოვნობამ 3,7 მლნ ადამიანი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებგვერდზე.

2019 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 105,1 ათასი კაცი წავიდა,  რაც წინა წელთან შედარებით 6,2%-ით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 9,9%-ით გაიზარდა და 96,9 ათასი ადამიანი შეადგინა. ამგვარად მიგრაციული სალდო უარყოფითია და 8,2 ათას ადამიანზე მეტს შეადგენს.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისით ამჯერად ესპანეთიდან დააბრუნებენ

ბუნებრივმა მატებამ 2019 წელს 1,6 ათას ადამიანზე მეტი შეადგინა. 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის ასაკის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20,4%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64,5%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი - 15,1%-ს.

2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 37 წელს შეადგენს. მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და დაახლოებით 1,8 მლნ კაცი შეადგინა,  ხოლო ქალების რიცხოვნობა 0,3%-ით შემცირდა და 1,9 მილიონზე მეტი შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით,  საქართველოს მოსახლეობის 48% მამაკაცი, ხოლო 52% – ქალია.

აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატება მამაკაცებისას, რაც, სპეციალისტების აზრით,  გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების სიცოცხლის უფრო მაღალი მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთიდან სამშობლოში 8,7 ათასზე მეტი თანამემამულე დაბრუნდა >>

წინა წელთან შედარებით 2019 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0,1 ერთეულით გაიზარდა და შეადგენს 74.1 წელს, მათ შორის მამაკაცებისათვის - 69.8 წელს, ხოლო ქალებისათვის - 78.4 წელს.

„საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 59% ქალაქებში ცხოვრობს, თბილისში კი მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია. 

ყველა ახალი ამბავი
0