Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისით ამჯერად ესპანეთიდან დააბრუნებენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი ჯგუფი ბრუნდება საზღვარგარეთიდან სამშობლოში – ამჯერად მათ თბილისში მადრიდიდან ჩამოიყვანენ.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. სამშობლოში დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ესპანეთის დატოვება დროულად ვერ მოახერხეს – ჩარტერული რეისი მადრიდი–თბილისი ხუთშაბათს, 30 აპრილს შესრულდება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. ფრენებს ახორციელებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Airways, რომელსაც საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოქალაქეების თანდათანობით ჩამოყვანის პროცესს. სპეცრეისი მადრიდი–თბილისი მორიგია განრიგში, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ დაადგინა.

პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთიდან სამშობლოში 8,7 ათასზე მეტი  თანამემამულე დაბრუნდა>>

„მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსულები, სტუდენტები, არასრულწლოვანები და პირები, რომლებიც ესპანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩნენ“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.

ბორტზე ასევე იქნებიან სატრანზიტო მგზავრები ლათინური ამერიკიდან, კერძოდ, ურუგვაიდან.

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

როგორც უწყებაში აღნიშნეს, ბუენოს–აირესში არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის ეროვნულ სამსახურთან საქართველოს საელჩოს კონსულტაციების წყალობით საქართველოს მოქალაქეებს ურუგვაი–არგენტინის საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს, რომელიც სანიტარული კრიზისის გამო დაკეტილია.

საზღვარზე მათ დახვდნენ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ისინი ბუენოს–აირესის აეროპორტში წაიყვანეს. საქართველოს მოქალაქეები ესპანეთში ბუენოს–აირესი–მადრიდის რეისით ჩაფრინდნენ, რომლითაც ესპანეთის მთავრობამ საკუთარი მოქალაქეები დააბრუნა.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაწერილი განრიგით, სპეცრეისები განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის - ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ამსტერდამიდან, ათენიდან, რომიდან, პარიზიდან, ბარსელონიდან, თელ-ავივიდან, პეკინიდან, ვარშავიდან, ლარნაკადან.

ეზუგბაია: თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემია, ცუდი არ არის, კონტროლირებად მატებას შევინარჩუნებთ>>

30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს საელჩოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში დაეხმარნენ 17 072 მოქალაქეს და სამშობლოში დაბრუნებაში – 8 728 მოქალაქეს.

მსოფლიოში საშიში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება, უცხოეთში დიპლომატიურ მისიებთან კოორდინირებულად, აქტიურად ეხმარება ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. მათ, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფენ საცხოვრებლით, საკვებითა და მედიკამენტებით, ასევე ეხმარებიან სამშობლოში დაბრუნებაში.

შემდეგი სპეცრეისების განრიგი:

  • ვენა–თბილისი – 1 მაისი
  • პრაღა–თბილისი – 2 მაისი
  • ათენი–თბილისი – 5 მაისი
  • ამსტერდამი–თბილისი – 7 მაისი
  • ბერლინი–თბილისი – 9 მაისი

რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს.

ბილეთების ონლაინ გაყიდვა, როგორც წესი, ფრენამდე ორი დღით ადრე იწყება. ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ყველა მგზავრი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14 დღით სავალდებულო კარანტინში თავსდება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობაა 539, აქედან გამოჯანმრთელდა 178, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0