ზახაროვა: აშშ ცდილობს ზღვარის წაშლას ბირთვული იარაღის სხვადასხვა სახეობას შორის

© courtesy of Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარებასა და შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში მოქმედი შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა

თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. აშშ ყველანაირად ცდილობს, წაშალოს ზღვარი არასტრატეგიულ და სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს შორის, რაც ბირთვული კონფლიქტის საფრთხის გაზრდას გამოიწვევს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ჩვენ ყურადღება მივაქციეთ 24 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალას. ის ეძღვნებოდა აშშ-ში მცირე სიმძლავრის W76-2 ბირთვული საბრძოლო მუხტის შექმნისა და ამ მუხტით Trident 2 წყალქვეშა გემების ბალისტიკური რაკეტების აღჭურვის საკითხს. მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის შექმნისა და გამოყენების აუცილებლობას უწყება განმარტავს, როგორც აშშ-ის რეაქციას „გლობალური საფრთხეების გაზრდაზე“, პირველ რიგში, „რუსეთისა და ჩინეთის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებაზე“. როგორც არაერთხელ განგვიმარტავს, მსგავს ნაბიჯს მივიჩნევთ სახიფათოდ და ვფიქრობთ, რომ ის დესტაბილიზაციის ელემენტს წარმოადგენს“, - განაცხადა ზახაროვამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
სერგეი ლავროვი: ჯანმოს დადანაშაულება აბსოლუტურად მიუღებელია

მისი სიტყვებით, აშშ ამგვარად მიზანმიმართულად ცდილობს ზღვარის წაშლას არასტრატეგიულ და სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს შორის, რაც ბირთვული ზღურბლის დაწევას იწვევს. ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ ამაზე საუბრობენ თავად ამერიკული აკადემიური საზოგადოებისა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებიც კი.

ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეტევა წყალქვეშა ნავების ამერიკული ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, მათი აღჭურვილობის მახასიათებლებისგან დამოუკიდებლად, აღიქმება როგორც თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით.

„ამერიკული ბირთვული პოტენციალის მოქნილობაზე მსჯელობის მსურველებს უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინის თანახმად, მსგავსი ქმედებები განიხილება, როგორც რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის საპასუხო გამოყენების საფუძველი“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ყველა ახალი ამბავი
0