მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სერგეი ლავროვი: ჯანმოს დადანაშაულება აბსოლუტურად მიუღებელია

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის თქმით, ჯანმო კრიზისის ყველა ეტაპზე მოქმედებდა პროფესიონალურად, დროულად დგამდა გამაფრთხილებელ ნაბიჯებს, ავრცელებდა ინფორმაციასა და რეკომენდაციებს სახელმწიფოებისთვის.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადანაშაულება აბსოლუტურად მიუღებელია, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

„გაეროს სისტემის სპეციალიზებული ორგანოები კვლავაც უალტერნატივო მექანიზმად რჩება შესაბამის სფეროებში მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის. ეს სრულად ეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ თავდასხმები ამ ორგანიზაციაზე, მომხდარში მთელი დანაშაულის მისთვის დაბრალების მცდელობა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია და უსამართლო“, — აღნიშნა ლავროვმა. 

მისი თქმით, ჯანმო კრიზისის ყველა ეტაპზე მოქმედებდა პროფესიონალურად, დროულად დგამდა გამაფრთხილებელ ნაბიჯებს, ავრცელებდა ინფორმაციასა და რეკომენდაციებს სახელმწიფოებისთვის.

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
„ჯანმოს რეფორმირება აუცილებელია“: ტრამპი და მაკრონი შეთანხმდნენ

მანადე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ჯანმოს დაფინანსება შეწყვიტა იმის გამო, რომ ორგანიზაციამ დროულად არ წარმოადგინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ და არ მიიტანა მსოფლიო საზოგადოებამდე სიმართლე. 

ახლახან გავრცელებული ინფორმაციით კი, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები თანხმდებიან, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს.

ყველა ახალი ამბავი
0