Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ჯანმოს რეფორმირება აუცილებელია“: ტრამპი და მაკრონი შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი
დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ჯანმოს დაფინანსება შეწყვიტა იმის გამო, რომ ორგანიზაციამ დროულად არ წარმოადგინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ და არ მიიტანა მსოფლიო საზოგადოებამდე სიმართლე.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს მიაჩნიათ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს, განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯად დირმა.

„პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი მაკრონი თანხმდებიან, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეფორმირება აუცილებელია“, — აღნიშნა მან.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ჯანმოს დაფინანსება შეწყვიტა იმის გამო, რომ ორგანიზაციამ დროულად არ წარმოადგინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ და არ მიიტანა მსოფლიო საზოგადოებამდე სიმართლე. 

გაეროს გენასამბლეის სხდომა - Sputnik საქართველო
აშშ არ ცნობს ჯანმოს წამყვან როლს COVID-19-თან ბრძოლაში: ვრცელდება განცხადება

ამასთან, ჯად დირის თქმით, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტები აპირებენ მოიწვიონ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის (აშშ, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი) თათბირი, რომელზეც განხილული იქნება გაეროს რეაქცია კორონავირუსზე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების მომენტიდან დღემდე, მსოფლიოს 185 ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 971 831 ადამიანი შეადგინა. აქედან გარდაიცვალა 206 553 და განიკურნა 868 480 პაციენტი.

ქვეყნების რაოდენობა, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, 84-ს აღწევს. ამ მაჩვენებელის ზღვარზეა კიდევ რამდენიმე სახელმწიფო.

 

ყველა ახალი ამბავი
0