ყურადღება! თაღლითი გირეკავთ! – „მაგთიკომი" თავის აბონენტებს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეფონი ახლა არა მხოლოდ კავშირის საშუალება, არამედ საზრიანი თაღლითების გამორჩენის წყაროც გახდა, რომლებიც ადამიანების ნდობითა და მიამიტობით სარგებლობენ.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. მობილური კავშირის ოპერატორი „მაგთიკომი“ აბონენტებს მორიგი სატელეფონო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს.

კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გახშირდა სატელეფონო თაღლითობის შემთხვევები და აბონენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ნუ გადარეკავთ გამოტოვებულ უცხო საერთაშორისო ნომრებზე, ნუ გაანდობთ სხვებს თქვენს პირად მონაცემებს და საბანკო ბარათის კოდებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„მაგთიკომის“ ინფორმაციით, აბონენტები ვებ-ბრაუზერებსა და პროგრამებში იღებენ შეტყობინებას, თითქოსდა მათ გამოტოვეს მნიშვნელოვანი შეტყობინება აბონენტისგან +995 591 555759. სინამდვილეში, ეს ნომერი რეგისტრირებული არ არის.

Google–ის ახალი სერვისის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
მობილური კავშირის ოპერატორი მოსახლეობას თაღლითების შესახებ აფრთხილებს

ასევე ზოგიერთ შემთხვევაში აბონენტს სთხოვენ, "პრიზის მისაღებად" მობილური კავშირის ოპერატორი შეარჩიოს. შეტყობინების გახსნისას მომხმარებელი გადადის ყალბ ვებ-გვერდებზე, სადაც, როგორც ჩანს, მათ სთავაზობენ Iphone 11 Pro-ს მოგებას, მაგრამ ამისთვის პირადი მონაცემების მითითებას სთხოვენ.

მაგალითად, კვირას Magti-ს აბონენტებმა გამოტოვეს ზარი შემდეგი პრეფიქსებით: 372, 381, 257, 436. ამ ნომრებზე დარეკვისას ისმის ტექსტი ქართულად: „გილოცავთ, თქვენ გადახვედით შემდეგ ტურში და გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგ 5 კითხვას“.

ეს ტექსტი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ დრო „გაჭიანურდეს“, რადგან საუბრის დროს აბონენტის ანგარიშიდან თანხას ხსნიან.

ნომრების ნაწილი უკვე დაბლოკილია.

ყველა ახალი ამბავი
0