Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აღმოჩენილია კორონავირუსის დომინანტი მუტაცია: მეცნიერული კვლევის შედეგები

© photo: Sputnik / Ilya Pitale / გადასვლა მედიაბანკშისამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის მუტაციებს შორის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ისეთი, რომელიც დომინანტი გახდა და სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში შეაღწია.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ახალმა კორონავირუსმა ათი სხვადასხვა ტიპის მუტაცია განიცადა, რომელთაგან ერთმა — A2a-მ თითქმის ყველა დანარჩენი ჩაანაცვლა, რათა დომინანტი გამხდარიყო სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში, იუწყება Times of India ადგილობრივი მედიკოსების კვლევაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, კვლევა ბიოსამედიცინო გენომიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ნიდჰან ბისვასმა და პარტჰა მაჯუმდერმა ჩაატარეს.

„კორონავირუსი შეიძლება დაიყოს არაერთ ტიპად — O, A2, A2a, A3, B, B1 და ა.შ. ამ დროისათვის არსებობს 11 ტიპი, O ტიპის ჩათვლით, რომელიც უჰანში გაჩენილ „საგვარეულო ტიპად“ მიიჩნევა“, — ამბობს მაჯუმდერი.

მეცნიერების თქმით, A2a მუტაციის ახალი კორონავირუსი ეფექტურად აღწევს ადამიანის ფილტვების უჯრედებში, რის შედეგადაც დაავადება ფართოდ გავრცელდა ყველა რეგიონში. 

კორონავირუსის პანდემია  - Sputnik საქართველო
ესპანელი მეცნიერების სენსაციური კვლევა: 15 გზა კორონავირუსის ქვეყანაში შესაღწევად

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ A2a მუტაციამ შეცვალა ვირუსის ზედაპირის ძირითადი ცილა S და საშუალება მისცა მას, უფრო იოლად „მიეწებოს“ ფილტვის უჯრედის ცილის ზედაპირს.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა კვლევისას 55 ქვეყანაში გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის 6 აპრილამდე შეკრებილი 3,6 ათასი კორონავირუსის RNA-ს თანმიმდევრობა შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ A2a ტიპის ვირუსი ნიმუშების 47,5%-ში იყო. ამასთან აღინიშნება, რომ ამ ტიპის ვირუსით ინფიცირებული ადამიანების უმეტესობას ინდოეთის ფარგლებს გარეთ არ უმოგზაურია.  

COVID-19-ის გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე: მეცნიერებმა „დაკარგული წლები“ გამოთვალეს>>

სწავლულების თქმით, იმის დასადგენად, არის თუ არა A2a ტიპი დომინანტი ინდოეთში, უფრო ხანგრძლივი და დეტალური კვლევაა საჭირო.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში 3 117 880 კაცს შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 217 212 და განკურნებულია 932 530 ადამიანი.   

ყველა ახალი ამბავი
0