Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19-ის გავლენა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე: რამდენ წელს აკლებს ადამიანს კორონავირუსი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტებმა COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მონაცემები შეადარეს ჯანმოს მიერ შემუშავებულ სკალას, რომლის მეშვეობითაც გამოითვლება, სიცოცხლის რამდენ წელს კარგავს ადამიანი ამა თუ იმ ავადმყოფობის გამო.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. კორონავირუსი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას იმდენით ამცირებს, რამდენითაც, მაგალითად, გულის იშემიური დაავადებები, აცხადებენ გლაზგოს (შოტლანდია) უნივერსიტეტების მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია რესურსზე Wellcome Open Research

ექიმები სპეცსამოსში - Sputnik საქართველო
COVID-19-ის კიდევ ერთი მოულოდნელობა: სახელდება საფრთხეები ახალგაზრდა პაციენტებისთვის

გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალისტებმა იტალიაში COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მონაცემები შეადარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სკალას, რომლის მეშვეობითაც გამოითვლება, სიცოცხლის რამდენ წელს კარგავს ადამიანი ამა თუ იმ ავადმყოფობის გამო.

კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით ადამიანები სიცოცხლის იმდენსავე წელს კარგავენ, რამდენიც შეიძლებოდა გულის ავადმყოფობით დაეკარგათ.  

„Covid-19-ით გარდაცვლილ ადამიანებში სიცოცხლის დაკარგული წლების რაოდენობა გულის იშემიური დაავადებით შემცირებულ წლებს ჰგავს“, — აცხადებენ მეცნიერები.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ით გარდაცვლილი მამაკაცების სიცოცხლე საშუალოდ 13 წლით, ხოლო ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 11 წლით შემცირდა. 

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელი მეცნიერების კვლევა ეფუძნებოდა გულის დაავადებების, ინსულტების, ჰიპერტენზიის, დიაბეტის, დემენციისა და სხვა დაავადებების მქონე პაციენტების მონაცემებს.

მკვლევარების თქმით, მიუხედავად ამ დაავადებებისა, რომ არა კორონავირუსით ინფიცირება, ეს ადამიანები კიდევ დიდხანს იცოცხლებდნენ.

მეცნიერების მოსაზრება: კორონავირუსი შესაძლოა ორგანიზმში სამუდამოდ რჩებოდეს>>

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისათვის 2 709 483 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 190 872 და განკურნებულია 742 855 კაცი.

 

ყველა ახალი ამბავი
0