Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჭორების მსხვერპლნი: ირანში 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცრუ ინფორმაციას

© AP Photo / Vahid Salemiდეზინფექცია თეირანში
დეზინფექცია თეირანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიის ცნობით, მოყვანილი რიცხვები რეალობას არ შეესაბამება და შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ირანში 700-ზე მეტი მოქალაქე ტოქსიკური მეთანოლის დალევის გამო გარდაიცვალა, რომლებმაც ის სამკურნალო მიზნით გამოიყენეს COVID-19-ის წინააღმდეგ, იუწყება Associated Press-ი ირანის ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე ჰოსეინ ჰასანიანის განცხადებაზე დაყრდნობით. 

კორონავირუსი ირანში - Sputnik საქართველო
COVID-19: ინტერნეტში ამოკითხულ ინფორმაციას 7 ადამიანი ემსხვერპლა

სააგენტო აღნიშნავს, რომ ჰასანიანის მიერ მოყვანილი რიცხვები რეალობას არ შეესაბამება და შემთხვევათა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ირანელი მრჩეველის განმარტებით, მონაცემებში სხვაობა განპირობებულია იმით, რომ ბევრი მოწამლული საავადმყოფოში არ გარდაცვლილა.

„[საავადმყოფოების] გარეთ დაახლოებით 200 ადამიანი გარდაიცვალა“, — აღნიშნა ჰასანიანმა.  

მანამდე ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ 20 თებერვლის შემდეგ მეთანოლის მიღებით 525 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მოწამლულთა საერთო რაოდენობა 5 ათასზე მეტს შეადგენდა. მათგან დაახლოებით 90%-ს მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა აღენიშნა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც დაიჯერეს ჭორი, თითქოს მეთანოლი COVID-19-სგან განკურნების უებარი საშუალება იყო.  

იმისათვის, რომ მოსახლეობას მეთილის და სასმელი სპირტი ერთმანეთში არ აერიოს, მეთანოლს ფერს უმატებენ, თუმცა ალკოჰოლის არალეგალურად მწარმოებლები ხშირად "ათეთრებენ“ მეთილის სპირტს და სასმელებში ამატებენ მას.

ირანმა საპატიმროებიდან ათასი უცხოელი გაათავისუფლა>>

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, შარიათის კანონების შესაბამისად, მშრალი კანონი მოქმედებს, რომელიც ირანის ტერიტორიაზე ალკოჰოლური სასმელების წარმოებასა და გამოყენებას კრძალავს. გამონაკლისს შეადგენს ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ზოგი თემი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 92 584 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 5 877 და განკურნებულია 72 439 კაცი.

ყველა ახალი ამბავი
0